აშშ-ის დაზვერვას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარს არ ამბობს უკრაინის კონტროლის სურვილზე ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობების ფონზე, შეაჩეროს რუსეთ-უკრაინის ომი. ამის შესახებ The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ს დაზვერვის ანგარიშები, მათ შორის ის, რაც ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნდა, ეჭვქვეშ აყენებს პუტინის მზადყოფნას დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს შორის გავრცელებულ ერთ-ერთ საიდუმლო შეფასებაში, რომელიც 6 მარტით თარიღდება, მიუთითებდა, რომ პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კიევზე ძალაუფლების მოპოვება.
რამდენიმე ამჟამინდელმა და ყოფილმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ პუტინი, მაშინაც კი, თუ ის დათანხმდება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, გამოიყენებს მას თავისი ჯარების აღსადგენად და გადაიარაღებისთვის.
მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი დიდი ალბათობით დაარღვევს შეთანხმების პირობებს პროვოკაციით, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებს.
სხვა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაზვერვა ფრთხილ შეფასებებს აკეთებს, თუ რა სამშვიდობო პირობებს შეიძლება დაეთანხმოს პუტინი.
მაგრამ ისინი აღიარებენ, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის ლიდერმა უარი თქვას უკრაინის რუსულ ორბიტაზე გადაყვანის მოთხოვნაზე.