უკრაინა არ დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიევი არ დათანხმდება ე.წ მინსკი3-ის მსგავს შეთანხმებებს,
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ დავთანხმდებით გაყინულ კონფლიქტს. ჩვენ ნამდვილად წინააღმდეგი ვართ და ამ საკითხში ჩვენი პოზიციები ამერიკელი პარტნიორების პოზიციას სრულად ემთხვევა. ისინიც წინააღმდეგი არიან კონფლიქტის გაყინვის, ისინი წინააღმდეგნი არიან ე.წ. მინსკი 3-ის, ან რამე შეთანხმებების, როგორიც იყო ბუდაპეშტის მემორანდუმი. სამწუხაროდ, ვერცერთმა მათგანმა ვერ იმუშავა. ყველა აცნობიერებს ამას. ყველამ გააკეთა თავისი დასკვნები“, – განაცხადა ერმაკმა.
ერმაკის თქმით, საუდის არაბეთში შეხვედრა "ძალიან წარმატებული" იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და უკრაინას ბევრი სამუშაო აქვს.