საერთაშორისო ორგანიზაციამ The Human Rights Watch -მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია საქართველოც. როგორც ორგანიზაცია წერს, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის არასტაბილურია.
ანგარიშში განხილულია დევნილების გამოსახლების პროცესიც. "საქართველოში ხდება დევნილების გამოსახლება, ისე რომ მათ ხშირად ფართისა და ადეკვატური კომპენსაციის გარეშე ტოვებენ", აღნიშნულია ანგარიშში.
The Human Rights Watch ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ ძალის საქართველოში კვლავაც ხდება ძალის გამოყენებით დაშლა.
ანგარიშში ნახსენებია, რომ ქართული მედია სივრცე შერეული რჩება და მედია გამჭვირვალობა საქართველოში კვლავ პრობლემაა. როგორც მოხსენების ავტორები წერენ, საქართველოში მედია სივრცე დივერსიფიცირებულია, ხოლო ტელევიზიები - საზოგადოებრივი მაუწყებელი, "რუსთავი 2" და " იმედი" შეზღუდული". "რუსთავი 2 - სა" და "იმედს" საერთაშორისო ორგანიზაცია "პროსახელისუფლებოს" უწოდებს.
"ქართველი ჟურნალისტებიდან რამდენიმე თავდასხმისა და ზეწოლის ობიექტი გახდა. კერძოდ, ტელეკომპანია "თრიალეთის", ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი და იმედა გოგოლაძეს დაახლოებით 8 პოლიციელმა სცემეს და კამერა ჩამოართვეს, გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის გადატანას გადაღებისთვის. კამერა როდესაც დაუბრუნეს მათ, ძეგლის აღების კადრები წაშლილი იყო. ქართველ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. როგორც კომახიძე აცხადებდა მას საქართველოში საფრთხე ემუქრებოდა. მუქარა მას შემდეგ გახდა ხშირი, რაც კომახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ფილმზე მუშაობა დაიწყო. ზეწოლა ხდებოდა "გურიანიუსზე" და ჟურნალ "ბათუმელებზეც", - აღნიშნულია ყოველწლიურ ანგარიშში.