უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის განხილვა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უნდა მოხდეს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა. წერს El Mundo.
"ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, რომ ვიდრე მშვიდობას შევინარჩუნებთ, ჯერ უნდა მივაღწიოთ მშვიდობას. და ჯერ მშვიდობა არ არის“, - თქვა რუტემ.
გენერალურმა მდივანმა ასევე დასძინა, რომ როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხში, მართლაც იყო „გარღვევა“ ამერიკის პრეზიდენტის ქმედებების წყალობით.
დღეს, 11 მარტს, საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკლ უოლცმა განაცხადა, რომ მხარეები "მიზნიკენ მიდიან".