უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრის დროს შესვენებაზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა მოკლე კომენტარი გააკეთა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და უოლცმა გაიარეს ჯიდაში მდებარე სასტუმროს ფოიეში, სადაც აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ტელეკომპანია CNN-ის შეკითხვაზე, თუ როგორ ჩაიარა შეხვედრამ, უოლცმა უპასუხა: „მივდივართ მიზნისკენ“.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო".