თეატრალურ უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარშები.
პროტესტის 103-ე დღეს გადაკეტილია რუსთაველის გამზირი თეატრთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
დღეს, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს.
ფოტო: მთავარი