საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა დასრულდა.
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ზურაბიშვილის ინიციატივით ახალი არჩევნებისთვის მოსამზადებლად შეიქმნება საერთო საკოორდინაციო ფრონტი, სადაც სამოქალაქო სექტორიც ჩართული იქნება.
"სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო სექტორს, საპროტესტო ნაწილს. ამას გარდა, ის ამზადებს 31 მარტისთვის აქციას. გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირდება. მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა. მთავარი რაც არის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე და მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.