აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 მარტს, 13:00 საათზე გაგრძელდება.
დღეს გამართულ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს.
როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ წარმოადგინეს შუამდგომლობები, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობების დაუშვებლობაზე.
ბრალდებულების ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული. თავის მხრივ ბრალდების მხარემაც მოითხოვა დაცვის მხარის რიგი მტკიცებულებების დაუშვებლობა.
მოსამართლეს გადაწყვეტილება აღნიშნულ შუამდგომლობებზე დღევანდელ პროცესზე არ მიუღია, წინასასამართლო სხდომის მომდევნო პროცესი მხარეების რეპლიკებით განახლდება.
დღევანდელი სასამართლო პროცესი ნახევრად დახურულ რეჟიმში გაიმართა. ირაკლი შვანგირაძემ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები პროცესს არ დაასწრო. მან ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დარბაზის კარი საზოგადოებისთვის არ გახსნა.