პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გამოეხმაურა მილიარდერ ილონ მასკის განცხადებას, რომელმაც Starlink სისტემას უკრაინის არმიის ხერხემალი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გათიშვით უკრაინის ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშავს, რომ ეძებენ ალტერნატიულ მომწოდებლებს, თუ SpaceX არასანდო აღმოჩნდება.
„უკრაინისთვის Starlink-ებს პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, რაც წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ჯდება.
აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკური მხარე გვერდზე რომ გადავდოთ, თუ SpaceX არასანდო მომწოდებლად იქცევა, მოგვიწევს ალტერნატიული მომწოდებლების ძიება“, - წერს სიკორსკი X-ზე
შეგახსენებთ, ილონ მასკმა ცოტა ხნით ადრე X-ზე დაწერა: „Starlink-ის სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია. მათი მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ მე მას გამოვრთავ“.