ბერლინში დაპატიმრებული ჟურნალისტი ქალების სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომლის საქმეზეც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ დარღვევა დაადგინა, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი პლაკატით მივიდა.
სწორედ აფგან მუხთარლია აქციის ორგანიზატორი.
"8 მარტს ვულოცავ ყველა ქალს, ვინც ითხოვს საკუთარი და შვილების უფლებებს, და ვინც გულგრილი არ არის ქვეყნის მომავლის მიმართ. მოვითხოვთ ჩვენი 8 გმირი ქალის ჟურნალისტის თავისუფლებას, რომლებიც უშიშრად ამხელენ რეჟიმების უკანონობას," - წერს მუხთარლი.