MEGOBARI ACT- ს უნდა ერქვას უმადური აქტი , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, MEGOBARI ACT, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას მოითხოვს, ქართველი ხალხისა და ივანიშვილის რეჟიმის წინაშე უმადურობის გამომხატველი აქტია.
‘რაც შეეხება ამ აქტის ცინიკურ სახელწოდებას, "მეგობარი აქტი" სავსე არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯებით. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ და დაფიქრდეს ყველა, მათ შორის, უილსონი, რომელიც ხშირად ახსენებს ხოლმე, რომ მის ვაჟთან ერთად ქართველი სამხედროები იბრძოდნენ ავღანეთში, არავინ ისე არ დაუდგა გვერდში შტატებს ავღანეთში, როგორც საქართველო. ამ "მეგობარ აქტს" სინამდვილეში უნდა ერქვას უმადური აქტი, რადგან ეს არის აქტი უმადურობისა ქართველი ხალხის და ხელისუფლების მიმართ". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ,ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის ალექს რაუფოღლუს ცნობით, კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი ახალ კონგრესში რეგისტრირებულ MEGOBARI აქტის ვერსიას საგარეო კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.