გორში, ახალბაღის პარკის ტბაში ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 70 წელს გადაცილებული კაცია. ცხედარი წყალში მოქალაქემ შენიშნა და პოლიცია გამოიძახა.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.