პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე.
ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს შეუძლია გაიმარჯვოს შეიარაღების რბოლაში, რომელსაც რუსეთი აწესებს. ამის შესხაებ ტუსკმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის ფარგლებში განაცხადა.
„მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა, ვგულისხმობ როგორც ევროკომისიის წინადადებებს, ასევე გუშინ პარიზში, ლონდონში ჩემი ყველა თანამოსაუბრის გადაწყვეტილებას. ყველას აქვს გადაწყვეტილი მიიღოს ეს გამოწვევა [თავდაცვის გაძლიერების].
ტუსკმა აღნიშნა, რომ აწმყო შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი ევროპისთვის თავდაცვის გაძლიერების, იარაღის მრეწველობის განვითარებისა და რუსეთის მიერ დაწესებულ გამოწვევაზე რეაგირების კუთხით. მან გაიხსენა, რომ ევროპის თავდაცვის გაძლიერება დიდი ხანია განიხილება.
ტუსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლილი მიდგომა ევროპის მიმართ და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიერ გაჩაღებული შეიარაღების რბოლა, ახალ გამოწვევებს უქმნის ევროპას.
"ევროპამ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას და უნდა გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს შეიარაღების რბოლას. ისევე, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო მსგავსი რბოლა ოცდაათი წლის წინ", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.