ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების თქმით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაცია მოითხოვა.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან სამართლიანმა არჩევნებმა მიიღო წერილი, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას. წერილის თანახმად, პროკურატურა ამ დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში