2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 12.9 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 10.9 ათასი ტონით (6.3-ჯერ), ხოლო ღირებულება - 6.8 მლნ აშშ დოლარით (6.1-ჯერ) გაიზარდა.
ქართული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (12 848 ტონა), 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა - თურქეთში და 2 ტონა - სომხეთში.