შეერთებული შტატები მზად არის აღადგინოს ნორმალური ურთიერთობები უკრაინასთან, განაახლოს კონტაქტები და მოლაპარაკებები "გადატვირთოს". თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევი მზად იქნება მშვიდობისთვის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ომის დასრულების ერთადერთი გზა, არის აიძულოს რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია.
„აქ არავინ ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი მშვიოდბის დარგში ნობელის პრემიას მიიღებს. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა შესაძლებლობა, ვაიძულოთ ისინი ომი შეაჩერონ“, - თქვა რუბიომ.
რუბიომ ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებების დაწყებისთვის "კონტრპროდუქტიულია" ვლადიმირ პუტინს ანტაგონისტი და დიქტატორი უწოდო.
წამყვანის შეკითხვაზე, რატომ შეიძლება ეწოდოს ზელენსკის დიქტატორი, მაგრამ პუტინს არა, რუბიომ უპასუხა, რომ „ჩვენ სამი წელია პუტინს ვეძახდით სახელებს“.
„ჩვენ სამი წელი გავატარეთ ვლადიმირ პუტინისთვის სახელების დარქმევაში. ამის დრო არ არის და ახლა ვცდილობთ მივიყვანოთ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან. და თავიდანვე ვთქვი, რომ შესაძლოა მათაც არ უნდათ გარიგება. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ მათთან სამი წელია არ გვილაპარაკია. იქნებ სურთ”, - თქვა რუბიომ.
შეკითხვაზე, თუ რა უსაფრთხოების გარანტიები სურს ზელენსკის, რუბიომ უპასუხა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი იმ საკითხებზე, რაომლებიც განსახილველი იქნება, თუ მოლაპარაკებები გაიმართება.
მან ასევე თქვა, რომ ეს არ იქნება „იოლი სამშვიდობო შეთანხმება“.
"არაფერი გააკეთოთ მის ჩაშლის მიზნით. და ეს არის ის, რაც ზელენსკიმ, სამწუხაროდ, გააკეთა", - თქვა რუბიომ.