აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს საგანგებო უფლებამოსილებებს ისრაელისთვის 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების მიწოდების დასაჩქარებლად. ამის შესახებ Reuters იუწყება.
რუბიოს განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გაუქმება, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ისრაელს არ ჰყავს თეთრ სახლში უფრო დიდი მოკავშირე, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი.
რუბიოს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა ისრაელში თითქმის 12 მილიარდი დოლარის ღირებულების უცხოური სამხედრო აღჭურვილობის გაყიდვის გადაწყვეტილება.
28 თებერვალს პენტაგონმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა ისრაელისთვის თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბომბების დასხვა იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება.