დღეს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში (ზანდუკელის 16) საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია წარმოადგენს პროექტს ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება (ლექციების კურსი)
ქართული მწერლობა საბჭოთა სისტემაში: რეალობის განზომილება.
მომხსენებლები იქნებიან ფილოლოგი ნინო ბექიშვილი (ჟურნალი "ლიბერალი"), პოეტი გიორგი კეკელიძე (ლიბ.გე). მოდერაცია ეკუთვნის ლაშა ბაქრაძეს (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია).
როგორც ნინო ბექიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, მისი მოხსენება შეეხება დიდ ტერორს საბჭოთა კავშირში (36-37 წლების რეპრესიებს) და ქართულ მწერლობას.
"განვიხილავ იმ წლებში გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" დაბეჭდილ მასალას, მოკლედ ვისაუბრებ იმაზედაც, თუ რა კვალი დატოვა რეპრესიებმა ზოგადად, ქართულ მწერლობაზე", _ განაცხადა მან.