ევროკავშირი არავის გასაცურებლად შექმნილა, – ასე ეხმიანება პოლონეთის პრემიერ-მინისტრო დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, „ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების გასაცურებლად“,
ტუსკის თქმით, ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობის შესანარჩუნებლად.
„ევროკავშირი არავის გასაცურებლად შექმნილა, პირიქით, ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობის შესანარჩუნებლად, ერებს შორის პატივისცემის დასამყარებლად, რომ შექმნილიყო თავისუფალი, სამართლიანი ვაჭრობა, გაძლიერებულიყო ტრანსატლანტიკური მეგობრობა. ყველაფერი ასე მარტივადაა“, – წერს დონალდ ტუსკი.
დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების გასაცურებლად, ეს არის მისი მიზანი და მათ კარგად გაართვეს ამას თავი“.