რამდენიმე დღეა, მანიპულაცია მიმდინარეობს სტიქიასთან დაკავშირებულ თემებზე, წარმოუდგენელი ამბავი ხდება, იქნებ რაღაცას გამორჩნენ. ეს არის მათი სახე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის განცხადებებს სტიქიასთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაგირებაზე.
„რამდენიმე დღეა, მანიპულაცია მიმდინარეობს ასეთ თემებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელი ამბავი ხდება, იქნებ, აქაც რაღაცას გამორჩნენ. ეს ძალიან სამწუხაროა და ბევრს აღარ გავაგრძელებ. გუშინდელი ვიდეოც მოწმობდა – თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ იმუშაოს ტექნიკამ. ერთ-ერთ ვიდეოში გაეპარათ ხმა. ვიდრე ლაივი ჩაირთვებოდა, გაეპარათ ხმა იმის შესახებ, რომ არ აწყობდათ ტექნიკის მუშაობა. ეს არის მათი სახე, მაგრამ არ გავაგრძელებ, რადგან ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. ახლა არის ხელჩართული მუშაობის დრო, რათა, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული ადამიანი გამოვიყვანოთ, მივაწოდოთ საჭირო მედიკამენტი, პროდუქტი, გავუწმინდოთ გზა, მივიდეთ დანიშნულების ადგილზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.