რატომ ხდება ახლა დღეს, რომ გაცილებით მკაცრ კანონზე ვერ იღებენ ხმას ?! იმიტომ, რომ იტყუებოდნენ თავის დროზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ფარას“ შესახებ საუბრისას განაცხადა.
‘ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, რომ თქვენი კოლეგა ჟურნალისტები ასეთ შეკითხვებს სვამდნენ, თქვენი თანამედროვე, თქვენი თაობის ადამიანები ამბობდნენ არა რუსულ კანონს და ეს გრძელდებოდეს თვეების განმავლობაში და სინამდვილეში კანონი იყოს რუსული.
კატასტროფულად მკაცრი კანონი რო დავაანონსეთ ახლა, კანონის მიღება, ამაზე ხმას არ იღებენ და გაცილებით მსუბუქი კანონის მიღებაზე ჩამოაქციეს ორი წლის განმავლობაში საქართველო.
რატომ ხდება ეს, რაშია საქმე ? კითხვა არ უჩნდება ან ახალგაზრდას, ან შუა თაობის, ან უფროსი თაობის იმ წარმომადგენელს, რომელიც მთელი ენთუზიაზმით და სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული ბრჭყალებში და მის გარეშეც ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასე არიან ბევრნი დარწმუნებული ამაში, ამას რომ ამბობდნენ.
რატომ ხდება ახლა დღეს, რომ გაცილებით მკაცრ კანონზე ვერ იღებენ ხმას ?! იმიტომ, რომ იტყუებოდნენ თავის დროზე. მეტი პასუხი ამას არ აქვს და ეს ფული იხარჯებოდა, მილიონები და დღესაც ამერიკული ფონდებიდან შეწყდა, იმიტომ რომ ამერიკელმა ხალხმა აირჩია ისეთი ხელისუფლება, რომელმაც ეს აღარ ისურვა და პირიქით დაალაგა ეს ყველაფერი, ხოლო ევროპული ფონდებიდან ევროპული ბიუროკრატიის ხელშეწყობით იხარჯება დღესაც ისეთი თანხები, რომელიც დაარწმუნებს ადამიანს, რომ ამერიკულ კანონზე იძახოს - არა რუსულ კანონს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.