გაგახსენებთ, ორი არჩევანი გვაქვს, ე.წ. რუსული კანონი და „ფარაო“, მაგრამ „ფარა“ ისეთი საშინელებაა, ამას ვერ მივიღებთო, შეგვიძლია, ამოვიღოთ და ვნახოთ, კონტექსტს აქვს მნიშვნელობა. იცით, „ფარა“ თავის დროზე რატომაც იყო მიღებული, ახლა რეჟიმი რატომ იღებს ამას, ესეც ვიცით, რადგან იმ კანონმა არ იმუშავა, რომელიც მიღებული აქვთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ახლა სისულელეებს ლაპარაკობენ, ამერიკაში იმიტომ შეაჩერეს „ფარას“ გარკვეული მუხლის აღსრულება, რომ ჩვენ დავაინიცირეთო. ევროკავშირმა საერთოდ გადაიფიქრა „ფარას“ მიღება, რადგან საქართველოში ანალოგის მიღება გვინდაო. ე.წ. რუსულმა კანონმა არ იმუშავა, საერთოდ არავინ რეგისტრაცია არ გაიარა, ნამდვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა მანჯგალაძემ.