გერმანიის კანცლერობის კანდიდატი და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის (CDU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი მოულოდნელი ვიზიტით პარიზში ჩავიდა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო აშშ-ის პოლიტიკაში ბოლო ცვლილებები უკრაინის ომთან დაკავშირებით, ასევე ევროპის უსაფრთხოების საკითხები.
შეხვედრის შემდეგ მერცმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მაკრონთან ერთობლივი ფოტო და მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს „მეგობრობისთვის“ და „გერმანულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი ნდობისთვის“.
„ერთად ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ევროპისთვის დიდ წარმატებას მიაღწიონ“, - დაწერა მერცმა ინსტაგრამზე.
ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ მაკრონმა და მერცმა სამუშაო ვახშამი გამართეს, თუმცა შეხვედრის სხვა დეტალები არ წარმოადგინეს.
მედიის ცნობით, შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.