ჰამასმა წითელ ჯვარს გადასცა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს მებრძოლების მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ისრაელელის ცხედარი.
ისრაელი ცხედრების ექსპერტიზას საზღვართან ჩაატარეს, რათა დარწმუნდეს, რომ გადაცემული ცხედრები ნამდვილად მძევლებს ეკუთვნის.
ისრაელის მხარემ მიიღო ნირ ოზის კიბუცის მკვიდრის, 69 წლის იციკ ელგარატის, ამავე კიბუცის მკვიდრის, 49 წლის ცახი იდანის, 85 წლის შლომო მანცურის და კიდევ ერთი ყოფილი მძევლის ცხედრები. მანცური ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილ ისრაელელებიდან ყველაზე უფროსია. მიიჩნეოდა, რომ ის მოკლეს თავდასხმის დღეს, 2023 წლის 7 ოქტომბერს და მისი ცხედარი ღაზის სექტორში გადაასვენეს.
ამავდროულად, ავტობუსი, რომლითაც პალესტინელი პატიმრები გადაჰყავდათ, რომელთა გათავისუფლება ისრაელის ციხეებიდან შეთანხმების ნაწილია, ჩავიდა პალესტინის ქალაქ რამალაში იქ მათ პალესტინელები დახვდნენ.