100%-ით ყალბია, - ასე ეხმიანება დონალდ ტრამპ უმცროსის სპიკერი და რესპუბლიკური პარტიის სტრატეგი, ენდრიუ სურაბიანი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს. მომხმარებლების მტკიცებით, აღნიშნული ვიდეო დონალდ ტრამპ უმცროსის პოდკასტიდან იყო აღებული, რომელშიც ტრამპის შვილი პრორუსულ და ანტიუკრაინულ განცხადებებს აკეთებდა.
"ეს 100%-ით ყალბი ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აუდიოჩანაწერია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ვერ შეაკავებს ანტიტრამპისეული წინააღმდეგობის ანგარიშებს, შეწყვიტონ მისი უპატიოსნოდ გავრცელება". - წერს ენდრიუ სურაბიანი.
გავრცელებულ ვიდეოში კაცის ხმა ამბობს, რომ აშშ-ს მოკავშირეობისთვის რუსეთი უკრაინაზე უკეთესი ვარიანტია:
"მე მართლა ვერ წარმომიდგენია ვინმე, ვისაც საღი აზრი აქვს, უკრაინას ირჩევდეს მოკავშირედ, როდესაც რუსეთი მეორე ვარიანტია….აშშ-ს შეიარაღება რუსეთისთვის უნდა გაეგზავნა", - ისმის აუდიოჩანაწერში.
სურაბიანის პოსტს აზიარებს დონალდ ტრამპ უმცროსიც.