ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის კურსკის ოლქში დამატებითი ჯარები გაგზავნა. სამხედრო მოსამსახურეების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ დამატებითი სამხედრო ნაწილები გაგზავნა რუსეთის კურსკის რეგიონში საომარი მოქმედებების ადგილზე.
სამხრეთ კორეის გამოცემა JoongAng, ბევრ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 2025 წლის იანვრიდან თებერვლის ჩათვლით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა სამ ათასამდე სამხედრო.
ჩრდილოეთ კორეამ თავისი ძალები რუსული სატვირთო გემებითა და სამხედრო თვითმფრინავებით გადაიყვანეს.
რუსეთში გარმგზავრნენ მოტომსროლელეთა, საინჟინრო და სადაზვერვო ქვედანაყოფები, რომლებიც მანამდე არ მონაწილეობდნენ კურსკის რეგიონის ბრძოლებში.