ჩვენ გვინდა უკრაინას რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დავუბრუნოთ, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა თქვა, რომ მას სჯერა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია და ამის მაგალითად მოიყვანა მისი საუბარი ვლადიმირ პუტინთან .
„პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ზელენსკისთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ჯერ კიდევოთხი კვირის წინ არავინ არავის ელაპარაკებოდა. ეს არც კი განიხილებოდა. არავის ეგონა, რომ მშვიდობის მიღწევა შეიძლებოდა, - თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის მიმართ შესაძლო ტერიტორიულ დათმობებზე, როგორც "სამშვიდობო შეთანხმების" ნაწილზე და აღნიშნა, რომ ის შეეცდება "უკეთესი შეთანხმების" დადებას.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ საუკეთესო შეთანხმებას ორივე მხარისთვის.
მაგრამ ჩვენ ძალიან ვეცდებით უკრაინისთვის კარგი გარიგების გაკეთებას, რათა მათ შეძლონ რაც შეიძლება მეტი [ტერიტორია] უკან დაიბრუნონ.
„ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი [ტერიტორია უკრაინას] დავუბრუნოთ“, - განაცხადა ტრამპმა.