აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული იქნება გარკვეული დათმობებზე წავიდეს უკრაინაში „ომის დარეგულირების“ ფარგლებში.
შეკითხვაზე, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობაზე წასვლა უკრაინის ომის მოგვარების კონტექსტში, ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ „მას მოუწევს“ ამის გაკეთება.
მას არ დაუკონკრეტებია რა დათმობებზეა საუბარი, მაგრამ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტად რომ არ აერჩიათ, უკრაინაში ომი "დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდებოდა".
„უკრაინელები კარგი მეომრები არიან, უნდა ვთქვა, მაგრამ ტექნიკის გარეშე, ჩვენი შეიარაღების გარეშე - ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკა - ჩვენი აღჭურვილობის გარეშე ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდებოდა“, - თქვა ტრამპმა.