რუსეთი არ განიხილავს უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების ვარიანტებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დოჰაში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლავროვს შეკითხვა დაუსვეს უკრაინაში სამშვიდობოების განლაგების შესაძლებლობის შესახებ.
”არა, ჩვენ ვერ განვიხილავთ რაიმე ვარიანტს,” - თქვა ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ ევროპელების, კერძოდ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული მიდგომა მიზნად ისახავს კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას და მისი დამშვიდების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთას.
„მაკრონმა ვაშინგტონში ისაუბრა ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის აუცილებლობაზე, სამშვიდობო ძალების შეყვანაზე, შემდეგ კი, მისი თქმით, ჩვენ ვისაუბრებთ ტერიტორიებზე, ხალხის ბედზე, დარეგულირების სხვა პრინციპებზე. ეს არის მოტყუება. შეუძლებელია ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ერთი მიზნის მიღწევას ისახავს მიზნად – უკრაინის იარაღით ხელახლა შევსებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა ასევე გამორიცხა უკრაინაში ომის გაყინვის შესაძლებლობა კონტაქტის ხაზზე.
"ეს არ მოხდება, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია", - აღნიშნა ლავროვმა.