აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამად არ არის საუბარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებაზე, მაგრამ მან დაუშვა ასეთი შესაძლებლობა მომავალში.
ტრამპს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა რუსეთზე სანქციების მოხსნას, როგორც მოლაპარაკებების ნაწილს უკრაინაში ომის საკითხის დარეგულირების მიზნით.
"არა, სანქციები ჯერ არავის მოუხსნია. ვფიქრობ, ჩვენ ამას ოდესმე განვიხილავთ, მაგრამ ჯერ არა", - უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა.
აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება, შესაძლოა, უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების საგანი იყოს.
ამასთან, მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა გააძლიეროს ან შეამსუბუქოს სანქციები, რაც დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე მოლაპარაკებებისთვის.