აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, სავარაუდოდ 28 თებერვალს, ვაშინგტონში შეხვდება.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს, სავარაუდოდ, იშვიათ წიაღისეულზე შესახებ შეთანხმება გაფორმდეს. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს არის „350 მილიარდი დოლარი და ბრძოლის გაგრძელების უფლება“.
“350 მილიარდ დოლარს, ბევრ შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას და ბრძოლის უფლებას, ბრძოლის უფლება უპირველეს ყოვლისა.
მისმინეთ, უკრაინა... მე გეტყვით - ძალიან მამაცები არიან, კარგი ჯარისკაცები არიან, მაგრამ შეერთებული შტატების, ჩვენი ფულის და სამხედრო ტექნიკის გარეშე ეს ომი ძალიან სწრაფად დამთავრდებოდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მედიის კითხვაზე, ხედავს თუ არა ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის უფრო აქტიურ როლს მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მან უპასუხა, რომ "იმედოვნებს".
"ჩვენ გვინდა უკრაინა ფეხზე დავაყენოთ“, - დასძინა ტრამპმა.