აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რეალისტურად არ მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გადაეცეს უკრაინას ბირთვული იარაღი ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის შემთხვევაში. ამის შესახებ მან Breitbart-თან ინტერვიში ისაუბრა.
რუბიო არ მიიჩნევს ზელენსკის წინადადებას „სერიოზულად“ და არ თვლის, რომ „ბირთვული იარაღის მიღება პრობლემას გადაწყვეტს“.
რუბიოს თქმით, ნაკლებმა ბირთვულმა სახელმწიფომ უნდა იარსებოს და არა მეტმა.
მანამდე უკრაინის ლიდერმა ბრიტანელ ჟურნალისტ პიერ მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ ბირთვული იარაღის გადაცემა შესაძლოა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების საკმარისი გარანტია. ზელენსკის თქმით, ეს ხელს შეუწყობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეკავებას ახალი თავდასხმისგან, მაშინაც კი, თუ უკრაინა არ გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
Breitbart-თან ინტერვიუში რუბიომ ასევე ისაუბრა აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობების ისტორიაზე.
მან, კერძოდ, თქვა, რომ ცივი ომის დროს, ცივი ომის ყველაზე უარეს დღეებში, „საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს მაინც ჰქონდათ ურთიერთობა“. ჩვენ ისევ ვკონტაქტობდით. მადლობა ღმერთს, მაგალითად, [კუბის] სარაკეტო კრიზისის დროს ჩვენ გვქონდა ურთიერთობა.“, - თქვა რუბიომ
„არსებობს საკითხები, რაზეც შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ გეოპოლიტიკურად ან შესაძლოა ეკონომიკურადაც? - თქვა მარკო რუბიომ. მან აღნიშნა ვაშინგტონსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა.
თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პრიორიტეტი ახლა არის „ამ ომის მიყვანა მაინც ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტამდე“ ან, როგორც მან თქვა, „საბოლოო დასასრულამდე“.