აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, სავარაუდოდ 28 თებერვალს, ვაშინგტონში შეხვდება.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს, შესაძლოა, იშვიათ წიაღისეულზე შესახებ შეთანხმება გაფორმდეს. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩემთვის ცნობილია, რომ ის [ზელენსკი] ჩამოდის პარასკევს [28 თებერვალს]. რა თქმა უნდა, მე არ წინააღმდეგი არ ვარ, თუ მას სურს. და თუ მას სურს ხელი მოაწეროს [შეთანხმებას] ჩემთან ერთად, კი, ბატონო," - თქვა ზელენსკიმ
„მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი... შესაძლოა ტრილიონი დოლარის გარიგება. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ იშვიათი ლითონებზე და სხვა რესურსებზე,” - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა დახარჯული თანხების დაბრუნების სურვილი. „ჩვენ გვინდა ვიყოთ დაცულები, გვინდა დავიბრუნოთ ეს თანხა. ომი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა და ახლა ჩვენ უნდა მოვაგვაროთ. ამერიკელი გადასახადის გადამხდელები საბოლოოდ დაიბრუნებენ ფულს“, - განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს არის „350 მილიარდი დოლარი და ბრძოლის გაგრძელების უფლება“.
„350 მილიარდ დოლარს, ბევრ შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას და ბრძოლის უფლებას, ბრძოლის უფლება უპირველეს ყოვლისა.
მისმინეთ, უკრაინა... მე გეტყვით - ძალიან მამაცები არიან, კარგი ჯარისკაცები არიან, მაგრამ შეერთებული შტატების, ჩვენი ფულის და სამხედრო ტექნიკის გარეშე ეს ომი ძალიან სწრაფად დამთავრდებოდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მედიის კითხვაზე, ხედავს თუ არა ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის უფრო აქტიურ როლს მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მან უპასუხა, რომ "იმედოვნებს".
"ჩვენ გვინდა უკრაინა ფეხზე დავაყენოთ“, - დასძინა ტრამპმა.
უკრაინის ხელისუფლებას ინფორმაცია ზელენსკის ვიზიტზე აშშ-ში, ოფიციალურად არ დაუდასტურებია.