საქართველოში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, თუ დამატებით რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა..
"ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. რა თქმა უნდა, იქ განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, თუ დამატებით რა შეგვიძლია, გავაკეთოთ. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას“, - განაცხადა კალასმა.