საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფრიდრიხ მერცსა და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
“ფრიდრიხ მერცსა და ქრისტიან-დემოკრატების პარტიას ვულოცავ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას! წარმატებას გისურვებთ გერმანიის წინ წაყვანაში. მოუთმენლად ველი თქვენს მხარდაჭერას ასეთ გადამწყვეტ დროში საქართველოს ევროპული მომავლისთვისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის”, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.