23 თებერვლის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის რეგიონების წინააღმდეგ მასშტაბური შეტევა განახორციელეს. მტერმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით, შაჰედის ტიპის 267 მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატითა და სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტია.
ცნობილია, რომ ოკუპანტებმა დრონები გაუშვეს შემდეგი მიმართულებიდან: ოროლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, შატალოვოდან, მილეროვოდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან, ჩაუდადან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 138 დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 119 კი ლოკაციურად დაიკარგა. სამი რუსეთის, ერთი კი ბელარუსის ტერიტორიაზე შეფრინდა.
მტერმა უკრაინის ოლქებს ასევე შეუტია სამი ბალისტიკური რაკეტით დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.
08:00 საათისთვის დრონები ჩამოგდებულია ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიჰივის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, როვენის, მიკოლაევის, ოდესისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში.
მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა დნიპროპეტროვსკის, ოდესის, პოლტავის, კიევისა და ზაპორიჟიეს რეგიონები.