თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ შეუძლია რუსეთთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მომავალ კვირას მიაღწიოს. იუწყება The Hill
კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციიდან (CPAC) დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ლევიტმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი გუნდი აქტიურად მუშაობენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
"პრეზიდენტი და მისი გუნდი ორიენტირებულია კონფლიქტის ორივე მხარესთან მოლაპარაკების გაგრძელებაზე, რათა დასრულდეს იგი. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ამას უკვე ამ [მომდევნო] კვირაში,"- განაცხადა ლევიტმა.
მისი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „არ აქვს კოზირი“ და უარი უნდა თქვას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საერთაშორისო ლიდერებთან.
ლევიტმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი ამ შაბათ-კვირას შეთანხმებაზე 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
მან ასევე თქვა, რომ სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი იყო ჩართული უკრაინის ოფიციალურ პირებთან წიაღისეულზე შეთანხმების განხილვაში.