აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ საკმაოდ ახლოსაა უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასთან.
ტრამპის თქმით, ის აგვარებს სიტუაციას ზელენსკისთან და პუტინთან.
"აშშ-ს სურს იშვიათი ლითონები, ნავთობი და ყველაფერი,რაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
მან ასევე თქვა, რომ სურს დაიბრუნოს მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინას გაუწია.
მე ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ ზელენსკისთან, ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ პუტინთან, ვცდილობ, დავიბრუნო ფული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ აშშ საკმაოდ ახლოსაა უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასთან.
„ადამიანებს კლავენ, ახალგაზრდებს, რუს და უკრაინელ კაცებს, ისე, როგორც აქამდე არასდროს გინახავთ. ათასობით ადამიანი დაიღუპა. მე ველაპარაკე პრეზიდენტ პუტინს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დასრულდება. ეს საშინელი საყურებელია. მე ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ ზელენსკისთან, ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ პუტინთან. ვცდილობ, დავიბრუნო ფული. იცით, რომ ევროპამ მისცა 100 მილიარდი დოლარი, ჩვენ მივეცით 350 მილიარდი დოლარი, რადგან ჩვენ გვყავდა სულელი, არაკომპეტენტური პრეზიდენტი და ადმინისტრაცია. 350 მილიარდი დოლარი, მაგრამ საქმე კიდევ უფრო ცუდადაა. ევროპა ფულს დაიბრუნებს, რადგან ეს თანხა სესხის სახით მისცა, ხოლო ჩვენ მივეცით იგი არაფრის სახით. ამიტომ მინდა, რომ მათ მოგვცენ რაღაც იმ ფულის სანაცვლოდ, რაც ჩვენ დავხარჯეთ და მე ვეცდები ამას, ვეცდები, დავასრულო ეს ხოცვა-ჟლეტა.
ჩვენ ვითხოვთ ნებისმიერ რამეს, რასაც მივიღებთ. მაგრამ ასე ჩვენ თავს სულელებად ვგრძნობთ. აქ არის ევროპა და იცით, ეს გავლენას ახდენს ევროპაზე. ეს ჩვენზე ნამდვილად არ მოქმედებს. გარდა იმისა, რომ ჩვენ არ გვიყვარს ორი რამის დანახვა: პირველი – როგორ შეგვიყვანა ბაიდენმა ამ საქმეში. საშინელებაა, მაგრამ რატომ არ სთხოვა გათანაბრება? ევროპამ ჩვენზე მეტი ფული უნდა დახარჯოს. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან და უკეთესი იქნება, რომ ვიყოთ, რადგან ეს საშინელი სიტუაცია იყო. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და 7 ოქტომბერიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.