Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კიევს სთხოვდა უარი ეთქვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტზე, რომელშიც გმობდნენ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას და რომელშიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნაზე იყო საუბარი.
მის ნაცვლად კი თავისი ვერსიის წარდგენა სურდა.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს რეზოლუცია უკრაინელებისთვის "შოკისმომგვრელი" იყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ არ გაეწვია არსებული რეზოლუცია, რომელიც რუსულ აგრესიას გმობს.
„მათი წინადადება ძალიან მოკლეა და სრულიად ახალ ფორმულირებებს შეიცავს. ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს უფრო პუტინისთვის დათმობებისკენ მოწოდებას ჰგავს, ვიდრე მშვიდობისკენ მოწოდებას. შესაძლო ცუდი რაღაცების მრავალ ნიშანს ვხედავთ, მაგრამ შოკისმომგვრელია, რომ ზეწოლას [უკრაინაზე] ცდილობენ და არა რუსებზე“, – განაცხადა წყარომ.