ისტორია გმირების ზურგით არის შექმნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის რუსების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.
"ისტორია გმირების ზურგით არის შექმნილი. 7 წლის წინ, ოკუპირებულ ცხინვალში რუსმა ოკუპანტებმა სასტიკად მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი. მისი ნაწამები სხეული 26 დღის შემდეგ დააბრუნეს - რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თავისუფლების სადარაჯოზე, არჩილისთვის, საქართველოსთვის. არასოდეს დავივიწყებთ"
ჩვენ მტკიცედ ვუდგავართ თავისუფლებას, არჩილისთვის, საქართველოს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ", წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 35 წლის ასაკში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.