უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ირპენშიშეხვდა დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს და ისინი ვაშინგტონის მხრიდან კიევისთვის მხარდაჭერაში დაარწმუნა. ამისშესახებ Sky News-ი იუწყება.
ირპენის სამხედრო ჰოსპიტალში ვიზიტის დროს კელოგი ესაუბრა იქ დისლოცირებულ 20-მდე უკრაინელ სამხედროს.
ერთ-ერთმა მათგანმა სპეციალურ წარმომადგენელს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა რუსეთის ნდობა "მოლაპარაკებებში", რაზეც კელოგმა შეკითხვით უპასუხა: "შეგიძლიათ ენდოთ იმ ადამიანებს, ვისთანაც ხართ დარწმუნებული, რომ ისინი თქვენთან არიან?"
„ეს ისე ჟღერს, თითქოს უფრო ღრმა შინაარსის კითხვას სვამთ: თქვენ ჩვენთან ხართ? ჩემი პასუხია: დიახ, ჩვენ თქვენთან ვართ“, – განაცხადა კელოგმა.
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიზანია ომის დასრულება ისე, რომ "მომდევნო ომი არ იყოს".