პოლიციამ, რუსთაველის გამზირზე აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი დააკავა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში, სადაც ჩანს აქტივისტის დაკავება, პოლიცია ამბობს, რომ მას პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო აკავებენ.
"თუ ვერ იგებ, დაკავებული ბრძანდებით" - ხალხო გვეღადავებით? არც შეურაცხყოფა მიუყენებია და სხვა ზედმეტ ქმედებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ჩემი მეგობარი უბრალოდ საუბრის გამო დააკავეს მარიამ მეყანწიშვილი. გამაგრდი, დავამარცხებთ ამ უსამართლო რეჟიმს", - წერს მოქალაქე ლიზა გაზდელიანი.
21 თებერვალს, პროტესტი 86-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე მორიგი პროევროპული აქცია გაიმართა.