დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტო დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორად მოხსენიების გამო. ამის შესახებ ჰილიმ ნორვეგიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ჰილის კომენტარი სთხოვეს დონალდ ტრამპის განცხადებებზე, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა მას არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. ჰილიმ თქვა, რომ ხედავს "უკრაინის პრეზიდენტის თავდადებას თავისი ქვეყნისადმი".
„ეს არის ადამიანი, თავისი ქვეყნის ერთგულია, ხელმძღვანელობდა თავის ქვეყანას და ახლაც ხელმძღვანელობს მას“, - დასძინა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
"ის აირჩიეს. ის არის უკრაინის არჩეული ლიდერი და მან გააკეთა ის, რაც უინსტონ ჩერჩილმა გააკეთა ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის დროს - მან შეაჩერა არჩევნები ომის დროს", - განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.
"და ჩვენი ამოცანაა ვიყოთ უკრაინელებთან, მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს, მხარი დავუჭიროთ მათ ბრძოლაში. და თუ ისინი გადაწყვეტენ მოლაპარაკებას, მხარი დავუჭიროთ მათ მოლაპარაკებებში", - აღნიშნა ჰილიმ.