ზელენსკის თავის ხალხთან ძალიან დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ განაცხადა.
„მას [ზელენსკის] თავის ხალხთან ძალიან დიდი ბოდიში აქვს მოსახდელი. იმიტომ, რომ რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ის არ აიცილა - არის დიპლომატია, თმენის ხელოვნება და არის ავანტიურა. ჩემდა სამწუხაროდ, ეს იყო ისეთი ავანტიურა, რომელსაც მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა”, - თქვა ლადო კახაძემ.