ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ სატელეფონი საუბარი გამართა, რომლის დროსაც უთხრა, რომ „აბსოლუტურად გონივრულია ომის დროს არჩევნების გადადება“.
სტარმერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია "ყველასთვის ერთად მუშაობა".
„პრემიერ-მინისტრმა გამოხატა მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მიმართ და თქვა, რომ სავსებით გონივრული იყო არჩევნების შეჩერება ომის დროს, როგორც ეს გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, - ნათქვამია ზლენსკის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავდროულად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც რუსეთს ყოველგვარი მომავალი აგრესიისგან შეაკავებს.