ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ანტიდემოკრატიულ კურსს - მაგალითად, „ქართული ოცნება", რომელიც საქართველოში ხელისუფლებაშია, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადისლავ სიკორსკიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„პოლონეთის, როგორც თავჯდომარე ქვეყნის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტი გაფართოება იქნება. ეს იქნება პოლიტიკური ცვლილებები, რაც იმას ნიშნავს რომ, ევროკავშირი განსაკუთრებულად პასუხისმგებელი იქნება გაფართოებაზე. ვლაპარაკობთ მოლდოვაზე თუ ბალკანეთის ქვეყნებზე. ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ ანტიდემოკრატიული ძალების წინაამდეგ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნების ენთუზიაზმი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ანტიდემოკრატიულ კურსს, მაგალითად “ქართულ ოცნებას”, რომელიც ხელისუფლებაშია საქართველოში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ასეთი ქმედებების წინაამდეგ და პოლონეთმა, როგორც თავჯდომარე ქვეყნამ, უნდა შევუწყოთ ხელი ევროპის პოპულარიზაციას უკრაინასა და საქართველოში." - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.