საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპელი მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ ისაუბრა.
ამის შესახებ კალასმა X-ზე დაწერა
რუბიოსთან საუბარი ერ-რიადში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.
კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეეცდება ევროპისა და შეერთებული შტატების დაყოფას.
„ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ერ-რიადის მოლაპარაკების შემდეგ. რუსეთი შეეცდება ჩვენს დაყოფას. მოდით, არ გავებათ მის ხაფანგში, შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინის პირობებით“, - წერს კალასი.