საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნას ჯერ არ გეგმავს. იუწყება Le Figaro
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი განიხილავს სამხედრო ექსპერტების ან შეზღუდული კონტინგენტის გაგზავნას კონფლიქტის ზონის გარეთ სოლიდარობის დემონსტრირებისთვის.
„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ექსპერტების ან თუნდაც შეზღუდული რაოდენობის ჯარების გაგზავნა ნებისმიერი კონფლიქტის ზონის გარეთ უკრაინელების მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსავლენად“, - დასძინა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებას, რაც უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს.
სხვა ღონისძიებებთან ერთად მან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობაც ახსენა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დიდ ბრიტანეთთან აქტიურად განიხილება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა "მოლაპარაკებების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გაერო-ს მანდატით სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების შესახებ, რომელიც განხორციელდება ფრონტის ხაზზე".