რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები სხვადასხვა საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვდა.
ლავროვმა თქვა, რომ მხარეები "პრაქტიკულად შეთანხმდნენ", რომ დიპლომატიური მისიების მუშაობის საკითხი "ერთხელ და სამუდამოდ" უნდა გადაწყდეს. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმდნენ საელჩოს პერსონალის წინა რაოდენობის აღდგენაზე.
ლავროვმა დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გამოთქვეს ერთობლივი სურვილი იპოვონ გადაწყვეტა საერთაშორისო და ეკონომიკური საკითხებისთვის.
უკრაინაზე შესაძლო მოლაპარაკებების კომენტირებისას ლავროვმა განაცხადა, რომ ჯერ აშშ-მა, შემდეგ კი რუსეთმა უნდა დანიშნონ წარმომადგენლები, რის შემდეგაც მხარეები რეგულარულ კონსულტაციებს დაიწყებენ.
ლავროვმა ასევე კომენტარი გააკეთა ცნობებზე იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, თითქოს, შეიმუშავეს სამეტაპიანი გეგმა ომის დასასრულებლად (ამას იტყობინება X-ში Fox News-ის ჟურნალისტი წყაროებსა და ევროპარლამენტის წევრ სერგეი ლაგოდინსკის წყაროზე დაყრდნობით), რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას, არჩევნებს უკრაინაში და მხოლოდ ამის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მას არ უნახავს ასეთი გეგმა, თუმცა იცის ინფორმაცია გეგმის შესახებ, რომელიც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთსა და უკრაინაში, სავარაუდოდ, პოლონეთს წარუდგინა.
ამ გეგმას, მისი თქმით, ერ-რიადში მყოფმა ამერიკის დელეგაციამ ფეიკი უწოდა.