„ქართული ოცნების“ ბანდიტების უღირსი თავდასხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, - ასე ეხმიანება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას.
ევროპარლამენტარი წერს, რომ ივანიშვილი „რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს.
„ბიძინა ივანიშვილი „რუსკი მირის“ მეთოდებს ახლა ღიად იყენებს. კრემლისა და თბილისში მისი მარიონეტების მიზნები სრულიად იდენტურია: საქართველოს ევროპული მომავლის განადგურება“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კვერცხები ესროლეს.